პოლიტიკური ელიტა თუ მასთან გათანაბრებული პირები კი პანდემიის პირობებშიც პრივილეგიებით სარგებლობენ - ასეთია ოპონენტების ბრალდებები მთავრობის მიმართ. გახდა თუ არა ყოფილი პროკურორი კანონდამრღვევი - ორი დღეა, ამაზე „ქართული ოცნების“ ხელისუფლება დუმს. უპასუხოა კითხვა, როგორ გადაადგილდებოდა საყოველთაო შეზღუდვის დროს მანქანით ოთარ ფარცხალაძე.
„ფორმულას“ ინფორმაცია დღეს მხოლოდ დედაქალაქის მერმა დაადასტურა და ივარაუდა, რომ ფარცხალაძეს ავტომობილით მოძრაობის ნებართვა არ ჰქონდა.
უსაშვოდ მოძრაობა 3000-ლარიანი ჯარიმის საფუძველია, თუმცა არცერთი უწყება პასუხობს კითხვას, დაჯარიმდა თუ არა „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი პროკურორი.
ოპოზიცია ოფიციალურ განმარტებას მთავრობის ადმინისტრაციას და შინაგან საქმეთა სამინისტროს სთხოვს