logo
ENG



დეგნანი: არავის სურს საქართველოს ომში ჩაბმა, ჩვენი სურვილია, ეს ომი სწრაფად დასრულდეს

30 ივნ 202212:42
3 წუთის საკითხავი
 
2022/06/30/zbnvaxypnbev58d.jpg

რადგანაც საუბარი შეეხო თავდაცვის საკითხს, კიდევ ერთხელ მინდა, გამოვეხმაური რუსული დეზინფორმაციული წყაროების მიერ გავრცელებულ ნარატივს, რომელიც FSB-ს დეზინფორმაციის სახელმძღვანელოებიდან მოდის. ეს რა თქმა უნდა, არ შეესაბამება სიმართლეს, აშშ-ს არ სურს, იხილოს ამ ომის გაფართოება არანაირი ფორმით. აშშ ყველაფერს აკეთებს, რომ ეს ომი, რაც შეიძლება სწრაფად შეაჩეროს.

ეს ომი დაიწყო პუტინმა და მას შეუძლია, რომ ის ერთ დღეში დაასრულოს. ამერიკის შეერთებული შტატები და ევროპა კი ბოლო 30 წლის განმავლობაში ეხმარება საქართველოს პროგრესის მიღწევაში, განსაკუთრებით ევროატლანტიკური მისწრაფებების კუთხით და თუ შევხედავთ, რას აკეთებს რუსეთი, მას ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%. რუსეთი იყო ის, ვინც ცდილობდა ქართული ენის განადგურება, რომელმაც შეურაცხყო ეკლესიები, რომლებსაც ცხოველთა სადგომებად იყენებდა. როდესაც საუბარია რუსეთზე ან რაიმე სახის ურთიერთობაზე მათთან, საკმარისია, ახლოს მივიდეთ ადმინისტრაციულ საზღვართან და გადავხედოთ, იქ რა ხდება. თქვენი, საქართველოს მეგობრები არიან ევროპაში, საქართველოს მეგობრები არიან ამერიკაში და ესაა გზა, რასაც მოაქვს მშვიდობა, სტაბილურობა და წარმატება.


close დახურვა