logo
ENG



დეგნანი: იმედი გვაქვს, მივიღებთ ომბუდსმენს, რომელიც ისაუბრებს ისე გაბედულად, როგორც ლომჯარია

02 დეკ 202218:22
3 წუთის საკითხავი
 
დეგნანი: იმედი გვაქვს, მივიღებთ ომბუდსმენს, რომელიც ისაუბრებს ისე გაბედულად, როგორც ლომჯარია

სახალხო დამცველის საქმიანობა ძალიან მნიშვნელოვანი, ამავდროულად, გამოწვევებით სავსეა ნებისმიერ დემოკრატიაში. საქართველოს კონსტიტუცია განაპირობებს რომ სახალხო დამცველის მთავარი მანდატი არის საქართველოს თითოეული მოქალაქის უფლების დაცვა. ზოგჯერ ამით შეიძლება კმაყოფილი არ იყოს მთავრობა. სახალხო დამცველის მთავარი მოვალეობაა ილაპარაკოს სიმართლე, როცა საქმე ეხება ადამიანის უფლებების დაცვას. ეს მოითხოვს დიდ გამბედაობას, კეთილსინდისიერებას და საქმისადმი ერთგულებას.

აშშ-ს საელჩო ძალიან ამაყობს, რომ ნინო ლომჯარიასა და მის შესანიშნავ, პროფესიონალ გუნდს მხარს უჭერს და უჭერდა ამ წლების განმავლობაში. ერთობლივი თანამშრომლობით განვითარდა სახალხო დამცველის შესაძლებლობები და უფრო ეფექტურად რეაგირებს მოსახლეობის საჭიროებებზე, ადამიანის უფლებათა დაცვაზე. ნამდვილად დიდი პრივილეგიაა, რომ მხარს ვუჭერდეთ ოფისს. ეს გახლავთ ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი ინსტიტუტი.

დღევანდელ კონფერენციაზე, საბოლოო ანგარიშზე ჩემზე ნამდვილად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა იმ მრავალმა მიმართულებამ, რა მიმართულებითაც მუშაობდა და მუშაობს სახალხო დამცველი და როგორ აუმჯობესებს თავისი საქმიანობის ეფექტურობას სხვადასხვა მიმართულებით. იმედი გვაქვს, რომ სახალხო დამცველის შერჩევის მიმდინარე პროცესი დასრულდება შედეგით, რომ მივიღებთ ასეთსავე დამოუკიდებელს, საქმისადმი ერთგულს, პროფესიონალს, რომელიც ისაუბრებს ისე გაბედულად ხალხის უფლებებსა და ინტერესებზე, როგორც ნინო ლომჯარია და მისი გუნდი აკეთებდა ამას.


close დახურვა