ამერიკის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი მედიასთან წინასაარჩევნო კვლევების მნიშვნელობაზე საუბრობს. დეგნანი აღნიშნავს, რომ რესპექტაბელური ორგანიზაციების მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები, როგორებიცაა Edison Research და IRI, უაღრესად მნიშვნელოვანია, არა მხოლოდ ამომრჩევლებისთვის, არამედ პოლიტიკური პარტიებისთვისაც.
"გამოკვლევები, თავისთავად, ძალიან მიშვნელოვანია. უაღრესად დასაფასებელია, როდესაც ისეთი პატივსაცემი ორგანიზაციის კვლევებს ვეცნობით, როგორიცაა Edison Research. როგორც ვიცი, IRI-საც ექნება წინასაარჩევნო კვლევები. ეს უაღრესად მნიშვნელოვანი ინფორმაციაა, არა მხოლოდ მოსახლეობისთვის, არამედ პოლიტიკური პარტიებისთვისაც, რათა შეიტყონ ამომრჩევლების პრიორიტეტების შესახებ, თუ რა აწუხებთ ყველაზე მეტად ქართველებს და საკუთარი პოლიტიკური პლატფორმა ქართველი ხალხის მოთხოვნებს შეუსაბამონ.
შესაბამისად, გამოკითხვის შედეგები კარგი რეპუტაციის მქონე ორგანიზაციების მხრიდან, რომლებიც საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი მეთოდოლოგიით ხელმძღვანელობენ, უაღრესად მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით წინასაარჩევნოდ", - ამბობს დეგნანი.
ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთით, ავტორიტეტული კვლევითი ორგანიზაციის Edison Research-ის ბოლო კვლევა გუშინ, 15 სექტემბერს გამოქვეყნდა. საპარლამენტო არჩევნებამდე ფორმულა კიდევ 2 კვლევას გამოაქვეყნებს. 31 ოქტომბერს ტელეკომპანია ფორმულა მაყურებლებს ორგანიზაციის მიერ ჩატარებულ ეგზიტპოლებსაც შესთავაზებს.