logo
ENG



დეგნანი კიბერშეტევაზე: ეს ფაქტი გვახსენებს, რომ მავნე აქტორები აგრძელებენ საზიანო ქმედებას

04 სექ 202017:06
3 წუთის საკითხავი
 
დეგნანი კიბერშეტევაზე: ეს ფაქტი გვახსენებს, რომ მავნე აქტორები აგრძელებენ საზიანო ქმედებას

აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი ეხმაურება ლუგარის ლაბორატორიაზე კიბერთავდასხმას და ამბობს, რომ რუსეთი აგრძელებს დესტაბილიზაციისა და დაბნეულობის გამოწვევის შესაძლებლობის მოძიებას. ამის შესახებ ელჩმა დღეს, 4 სექტემბერს განაცხადა. 

"დარწმუნებული ვარ, შინაგან საქმეთა სამინისტრო აწარმოებს გამოძიებას ამ საკითხზე, რა თქმა უნდა, იქნება შედეგებიც. ეს ფაქტი არის კიდევ ერთი შეხსენება იმისა, რომ მავნე აქტორები აგრძელებენ საზიანო მოქმედებას. რუსეთი აგრძელებს მოიძიოს შესაძლებლობები დესტაბილიზაციისა და დაბნეულობის გამოწვევისთვის", - ამბობს კელი დეგნანი.

ელჩის თქმითვე, აშშ გააგრძელებს საქართველოს დახმარებას კიბერუსაფრთხოების მიმართულებით. საგარეო საქმეთა მინისტრი  ამბობს, რომ ეს იყო გამიზნული შეტევა მისი პარალიზებისთვის. ის ამ ქმედებას "დეზინფორმაციულ და უკანონო კამპანიის ნაწილად" აფასებს. 

ფართომასშტაბიანი კიბერშეტევა საქართველოზე 2019 წლის 28 ოქტომბერსაც განხორციელდა. კიბერშეტევის მსხვერპლი სახელმწიფო უწყებები და მედია ორგანიზაციები იყვნენ. 2019 წლის 28 ოქტომბრის კიბერშეტევის შედეგად დაზიანდა ორგანიზაციების სერვერები, მართვის სისტემა და მნიშვნელოვნად შეფერხდა მათი ფუნქციონირება.


close დახურვა