logo
ENG



დეგნანი კონტრაბანდაზე: სერიოზული ბრალდებებია, არა მედიასთან, მთავრობებს შორის უნდა გაირკვეს

06 აპრ 202216:44
3 წუთის საკითხავი
 
დეგნანი კონტრაბანდაზე: სერიოზული ბრალდებებია, არა მედიასთან, მთავრობებს შორის უნდა გაირკვეს
ფოტო: ვახო ქარელი/ფორმულა

აშშ-ს ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, უკრაინის სამხედრო დაზვერვამ საქართველოს მიმართ სერიოზული ბრალდებები წამოაყენა და ეს საქართველოსა და უკრაინის მთავრობებს შორის უნდა გაირკვეს და არა "მედიის წინაშე". 

"ეს ნამდვილად სერიოზული საკითხებია, რაც არ უნდა გადაწყდეს მედიის წინაშე. ამისათვის უნდა გამოიყენონ სამთავრობო არხები. ასეთი ურთიერთდაპირისპირებით მხოლოდ რუსეთი სარგებლობს", - თქვა დეგნანმა.

მანვე აღნიშნა, რომ სანქციებს უნდა ემორჩილებოდეს ყველა და აუცილებელია ერთიანობა, თანმიმდევრულობა. ელჩის თქმითვე, ამ გზით, ზეწოლით პუტინმა უნდა დაასრულოს მისივე დაწყებული ომი.

"ხშირად მესმის როცა ამბობენ, რომ არავის შეუძლია ამ ომის გაჩერება. რა თქმა უნდა, ეს პუტინს შეუძლია რადგან მან დაიწყო ეს ომი. ეს არის სასტიკი, ბარბაროსული თავდასხმა მეზობელ, სუვერენულ სახელმწიფოზე. სანქციები არსებობს იმისთვის, რომ მოხდეს მასზე ზეწოლა. ეს უნდა იყოს თანმიმდევრული, ერთიანი, და მას უნდა ემორჩილებოდეს ყველა, რათა ეს ზეწოლა განხორციელდეს მასზე. სწორედ ამიტომ არის სანქციები ძლიერი ინსტრუმენტი. ჩვენ, რა თქმა უნდა, დიდი ყურადღებით დავაკვირდებით, რათა სანქციების რეჟიმი შენარჩუნდეს".

გუშინ, 5 აპრილს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მოუწოდა უკრაინულ მხარეს, დაუყოვნებლივ მიაწოდონ მტკიცებულებები კონტრაბანდული იარაღის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე. 

"აღნიშნული ქმედება, საქართველოს კანონმდებლობით, წარმოადგენს სისხლის სამართლის განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულს.

მოვუწოდებთ უკრაინულ მხარეს, დაუყოვნებლივ მოგვაწოდონ ამ ინფორმაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები, მათზე სამართლებრივი რეაგირების მიზნით. საქართველოს ხელისუფლება იქნება უკომპრომისო ამგვარი დანაშაულის ნებისმიერ შესაძლო შემთხვევასთან დაკავშირებით", - აცხადებენ სუს-ში. 

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო სამსახურმა 4 აპრილს გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ რუსეთი კონტრაბანდის მარშრუტს საქართველოს ტერიტორიის გავლით აყალიბებს. 

აღნიშნულ ინფორმაციას გამოეხმაურა საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ფინანსთა და განაცხადა, რომ ეს არის "ყოვლად დაუსაბუთებელი და აბსურდული ბრალდება". 

აღნიშნულ ინფორმაციას გამოეხმაურა საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ფინანსთა და განაცხადა, რომ ეს არის "ყოვლად დაუსაბუთებელი და აბსურდული ბრალდება". 

საქართველოს უსაფრთხოების სამსახურმა კი უკრაინას მოუწოდა, დაუყოვნებლივ მიაწოდოს მტკიცებულებები საქართველოს. 


close დახურვა