logo
ENG



დეგნანი რურუას საქმეზე: შეთანხმება ახსნას აღარ საჭიროებს, მხარეებმა იციან, რასაც დათანმხდნენ

20 მაი 202015:14
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა მედიისთვის გამართულ ონლაინ პრესკონფერენციაზე პატიმრობაში მყოფი „მთავარი არხის“ მეწილის, გიორგი რურუას საქმეზე დასმულ შეკითხვას უპასუხა.

ელჩმა აღნიშნა, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის 8 მარტს გაფორმებული ხელშეკრულების შესრულება ქვეყნის ინტერესშია და ეს საკითხი დამატებით განმარტებებს აღარ საჭიროებს.

„არ იქნება მართებული რომ იმ საქმეზე გავაკეთო კომენტარი, რომელიც განხილვაშია სასამართლოში. ეს არ არის ფასილატატორების როლი. თვითონ 8 მარტის შეთანხება აღარ საჭიროებს დამატებით შეთანხმებას და ახსნას თვითონ მხარეებმა იციან რასაც დათანხმდნენ და რა პირობებზეც დათანხმდნენ, სრული განხორციელება არის ქვეყნის ინტერესებში, რადგან ის მიმართულია პარალიზებული პოლიტიკური სისტემის დეპოლარიზებისკენ და უკეთესი პირობების შექმნისკენ 2020 წლის არჩევნებისთვის, ისეთი არჩვენების შექმნისკენ, რომლითაც იამაყებს ქართველი ხალხი. ამ შეთანხმების სრული განხორციელება არის მნიშვნელოვანი. ასევე მნიშვნელოვანია, რომ მიღებულ იქნეს საარჩევნო რეფორმის კანონმდებლობა, რომელიც ასახავს ეუთო-ოდირის რეკომენდაციებს. სხვათა შორის, ეს რეკომენდაციები მათ აქვთ 20-30- წლის განმავლობაში“, - განაცხადა კელი დეგნანმა.

ორი დღის წინ ადვოკატების მიერ რურუასთვის საპატიმრო აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შეუმდგომლობა მოსამართლემ არ დააკმაყოფილა და ის კვლავ პატიმრობაში დატოვა. საქმეზე პროცესი დღესაც გაიმართა, თუმცა რურუა კვლავ პატიმრობაში დარჩა. აღნიშნულს სხდომაზე ხმაური მოჰყვა

შეგახსენებთ, გიორგი რურუა გასული წლის 18 ნოემბერს დააკავეს. მას სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით ედავებიან, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვა-ტარებას გულისხმობს. რურუა წარდგენილ ბრალდებას არ ეთანხმება და აცხადებს, რომ მას იარაღი სამართალდამცველებმა ჩაუდეს. 


close დახურვა