ჩვენ ძალიან დიდი ყურადღებითა და შეშფოთებით ვადევნებთ თვალყურს ბატონი სააკაშვილის მდგომარეობას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს სასამართლო პროცესი შეუფერხებლად გაგრძელდეს, რადგან სასწორზე ადამიანის სიცოცხლე. ფოკუსი უნდა იყოს მიმართული იმაზე, რომ ბატონი სააკაშვილი და ნებისმიერი მის მდგომარეობაში იღებდეს იმ სამედიცინო დახმარებას, რომელიც ესაჭიროება როგორც სამედიცინო, ისე ფსიქოლოგიურ დახმარებას. ძალიან ბევრი განცხადება გაკეთდა ამასთან დაკავშირებით, მათ შორის სახალხო დამცველის მიერ, რომ მთავრობის ვალდებულებაა სათანადო და საჭირო სამედიცინო დახმარებით უზრუნველყოფა. ზუსტად ეს უნდა დადგინდეს სასამართლო პროცესზე, რა სახის დახმარება სჭირდება მას, ამიტომ იგი შეუფერხებლად უნდა გაგრძელდეს და არ იყოს რამე შეყოვნება.
დეგნანი სააკაშვილზე: მთავრობის ვალდებულებაა სათანადო სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფა
23 დეკ 202220:09
3 წუთის საკითხავი