logo
ENG



დეგნანი შუქრუთელებზე: მნიშვნელოვანია, კარგად გრძნობდნენ თავს და მათი პრობლემები გადაიჭრას

02 ივნ 202113:54
3 წუთის საკითხავი
 
ფორმულა/ვახო ქარელი

აშშ-ს ელჩმა კელი დეგნანმა სოფელ შუქრუთის მაცხოვრებლების პროტესტზე ისაუბრა და თქვა, რომ მნიშვნელოვანია, მათ პრობლემები გადაიუჭრას. ელჩმა აღნიშნა, რომ ამ შემთხვევაში, აშშ-ს საელჩოს როლია, დააკავშიროს აქციის მონაწილეები შესაბამის ინსტიტუტებთან და ორგანიზაციებთან. 

"აშშ-ს არ აქვს პირდაპირი როლი. ჩვენი ადამიანის უფლებების დაცვის ოფიცერი გუშინ შეხვდა მათ, მოისმინა მათი წუხილი, ჩვენ ვცდილობთ, ფასილიტაცია გავუწიოთ მათ შეხვედრას სახალხო დამცველის ოფისთან, ან დაუკავშირდნენ ისინი შესაბამის არასამთავრობო ორგანიზაციებს, რათა ეს საკითხები მათთვის გადაიჭრას და მიიღონ სასურველი. ჩვენი როლია დამაკავშირებლის და რასაკვირველია, მნიშვნელოვანია, ისინი კარგად გრძნობდნენ თავს და მათი პრობლემები გადაიჭრას", - თქვა ელჩმა დეგნანმა. 

ჭიათურის სოფელ შუქრუთის მცხოვრებლები უკვე 106 დღეა ყურადღებასა და საკუთრების უფლების დაცვას ითხოვენ. აქციაში მონაწილე შუქრუთელების ნაწილმა პირი ამოიკერა და ამ გზით მიმართა პროტესტის უკიდურეს ფორმას. მოშიმშილეთაგან 5 კაცია, 3 კი ქალი.

მათი თქმით, ჭიათურაში კომპანია ჯორჯიან მანგანეზის სამუშაოების შედეგად სოფელს საძირკველი ეცლება და შედეგად, მიწის ზედაპირზე არსებული მათი ნაგებობები ინგრევა, ან უკვე დაინგრა. 

30 მაისს შუქრუთელები პროტესტის გამოსახატად ჭიათურიდან თბილისში ჩამოვიდნენ და აშშ-ს საელჩოსთან დაბანაკდნენ. ისინი აცხადებენ, რომ ელჩ კელი დეგნანს მიმართავენ, დაეხმაროს ცენტრალურ ხელისუფლებასთან ხმის მიწვდენაში.

თბილისში აქციის პარალელურად 31 მაისს ჯორჯიან მანგანეზის სპეციალურმა მმართველმა ნიკოლოზ ჩიქოვანმა ბრიფინგი გამართა, სადაც განაცხადა, რომ კომპანია მზადაა, სამხარაულის ბიუროს შეაფასებინოს შუქრუთში მათი საქმიანობით გამოწვეული ზარალი და აუნაზღაუროს მოსახლეობას შესაბამისი თანხით.


close დახურვა