მსოფლიოში დედამიწის საათი აღნიშნეს. რიგით მე-13 თარიღთან დაკავშირებით სინათლე მსოფლიოს თითქმის ყველა ღირსშესანიშნაობაზე ერთი საათით გამორთეს.
ჩააბნელეს სიდნეის ოპერის სახლი და ცნობილი ნავსადგური, ასევე ოკლენდის ტაუერი და ტაიპეის 101-სართულიანი ცათამბჯენი.
ყოველწლიურ აქციას წელს მსოფლიოს 7 ათასი ქალაქი შეუერთდა. დედამიწის საათი პირველად 2007 წელს ავსტრალიაში აღნიშნეს.