დედოფალი ელისაბედი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
როგორც ელისაბედის მილოცვის წერილშია აღნიშნული, მიმდინარე წელი განსაკუთრებულია, რადგან ბრიტანეთი და საქართველო თანამშრომლობის 30 წელს აღნიშნავენ.
"თქვენო აღმატებულება, მსურს მოგილოცოთ დღევანდელი დღე და საუკეთესო სურვილებს ვუთვლი საქართველოს მოსახლეობას. წლევანდელი წელი განსაკუთრებულია, რადგან ჩვენი ქვეყნები ორმხრივი თანამშრომლობის 30 წელს აღნიშნავენ. გლობალური გამოწვევების ფონზე, მომავალს იმედიანად ვუყურებ", - აღნიშნულია დედოფლის მილოცვაში, რომელსაც საქართველოში ბრიტანეთის საელჩო ავრცელებს.