logo
ENG



დედოფლისწყაროს ხელოვნურ ტბაში 15 წლის მოზარდს, სავარაუდოდ, დენმა დაარტყა

21 აგვ 202420:23
3 წუთის საკითხავი
 
დედოფლისწყაროს ხელოვნურ ტბაში 15 წლის მოზარდს, სავარაუდოდ, დენმა დაარტყა
policia

დედოფლისწყაროს ცენტრალური პარკის ხელოვნურ ტბაში 15 წლის გოგოს, სავარაუდოდ დენმა დაარტყა.

არსებული ინფორმაციით, მოზარდი მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა საბანაოდ, რის შემდეგაც იგი შეუძლოდ გახდა.

ცნობილია, რომ იგი თავდაპირველად დედოფლისწყაროს ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ექიმებმა მისი გულის ამუშავება შეძლეს, ხოლო შემდეგ იგი თბილისში, ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს.

შსს-ის ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.


close დახურვა