logo
ENG



დედოფლისწყაროში, 61 წლის ქალი ჯერ აწამეს, შემდეგ კი გაგუდეს

07 ნოე 201911:09
3 წუთის საკითხავი
 
x3ia9oik37548xs.jpeg

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არბოშიკში 61 წლის ქალი საკუთარ სახლში ჯერ აწამეს, დააყაჩაღეს, შემდეგ კი გაგუდეს. მოკლული თამარ სეფიაშვილი ახლობლებმა იპოვეს. ქალი მარტო ცხოვრობდა, ის შვილის ზარებს არ პასუხობდა, რაც ძებნის დაწყების მიზეზი გახდა. სოფელში ფიქრობენ, რომ მკვლელობა თანხის გამო მოხდა. საცხოვრებელ სახლში ჩამსხვრეულიფანჯრის მინებია და გადმოყრილია ნივთები. მომხდარზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო. ადგილზე სამართლადამველები ამ დრომდე მუშაობენ.

 


close დახურვა