საქართველოს მეგობარი არის ბევრი ქვეყანა, მათ შორის შეერთებული შტატები. ერთადერთი ქვეყანა, რომელიც საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას ახდენს ახლა, არის რუსეთი და არა მგონია, რომ ამ ქვეყნის მეგობრები მოსკოვში ისხდნენ. შეერთებულმა შტატებმა 6 მილიარდზე მეტი დოლარი ჩადო, რომ დახმარებოდა საქართველოს, განევითარებინა დემოკრატია, რომელიც დაფუძნებულია ევროპულ ინსტიტუტებზე და სწორედ ეს არის მეგობრობა. შეერთებული შტატების მოხსენიება, როგორც გლობალური ომის პარტიის ნაწილისა, ჩემთვის არის როგორც ნონსენსი, ასევე შეურაცხყოფა, სულ მცირე, არასწორია. გლობალური ომის პარტია ზის მოსკოვში და სწორედ რუსეთი ახდენს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას და არა შეერთებული შტატები. მე ვისურვებდი, რომ საქართველოში ეს ყველას კარგად ესმოდეს. ჩვენ არა ვართ დაინტერესებულები ამ ომის გაფართოებით, რომელიც რუსეთმა უკრაინაში დაიწყო და იმის თქმა, რომ აშშ ცდილობს საქართველოს ომში ჩართვას, ასევე არის სრული ნონსენსი.
დევიდ კრამერი: აშშ-ის გლობალური ომის პარტიის ნაწილად მოხსენიება ნონსენსი და შეურაცხყოფაა
02 სექ 202411:05
3 წუთის საკითხავი