ოპოზიციის ოფისის შტურმით აღებიდან და ოპოზიციის ლიდერის ძალადობრივი დაკავებიდან ორ დღეში, დამოუკიდებელი ტელეკომპანიის ცნობილ და ხელისუფლების მიმართ კრიტიკულ ჟურნალისტს ვახო სანაიას თავს ესხმიან. მედიიის წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციების, დიპლომატიური მისიების თუ პოლიტიკური პარტიების წევრები ამბობენ, რომ ქვეყანაში არსებული გარემო სიცოცხლისთვის საშიშია განსხვავებული აზრის მქონე მოქალაქეებისთვის და რომ კრიტიკული მოქალაქეების დევნა - დიქტატურისკენ შეუქცევადი სვლაა.
დევნა კრიტიკულად განწყობილი მედიისა და ჟურნალისტების მიმართ
25 თებ 202120:10
3 წუთის საკითხავი