Reuters-ის ცნობით, დევნილთა თავშესაფარზე ისრაელის საჰაერო თავდასხმის შედეგად მინიმუმ 22 პალესტინელი დაიღუპა.
გავრცელებული ინფორმაციით, თავშესაფარი სამხრეთ ღაზაში მდებარე ერთ-ერთ სკოლაში იყო მოწყობილი. ისრაელის სამხედროები ამტკიცებენ, რომ თავდასხმის სამიზნე ჰამასის სამეთაურო ცენტრი იყო.
ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, დაღუპულთა უმეტესობა ქალები და ბავშვები არიან. ჰამასის მიერ მართულმა სამთავრობო მედია ოფისმა განაცხადა, რომ დაღუპულთა შორის 13 ბავშვია.
ისრაელის სამხედროებმა კიდევ ერთხელ განაცხადეს, რომ ჰამასი სამოქალაქო ობიექტებს სამხედრო მიზნებისთვის იყენებს - ჰამასი ბრალდებას უარყოფს.
ჰამასის თქმით, ის ომის დასრულებაზე და ისრაელის ჯარების ღაზის სექტორიდან გაყვანაზეა ორიენტირებული, ხოლო თავისმხრივ ისრაელი ამბობს, რომ ომი მხოლოდ ჰამასის გადადგურების შემდეგ დასრულდება.