აგებს თუ არა ხელისუფლება პასუხს ცილისწამებისა და სტუდენტების წინააღმდეგ აგორებული კამპანიის გამო. მარტის აქციებით გაღიზიანებული ივანიშვილის პარტია თავს დაესხა ფრანკლინის კლუბს და საქართველოს უნივერსიტეტს. სარჩელი უკვე დარეგისტრირებულია, უმაღლესი სასწავლებელი პრემიერს ცილისწამებისთვის უჩივის. ოცნების წარმომადგენლების განცხადებას, თითქოს "გიული ალასანიას საქართველოს უნივერსიტეტი 1 ლარად გადაეცა" ადმინისტრაცია ტყუილს უწოდებს და ამბობს, რომ უნივერსიტეტი აუქციონზე 4 მილიონ დოლარად შეიძინეს. მტკიცებულებებს დღეს დიპლომატები გაეცნენ.
დეზინფორმაციული კამპანია უნივერსიტეტის წინააღმდეგ
28 მარ 202320:17
3 წუთის საკითხავი