დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმის განხილვა საქალაქო სასამართლოში გადაიდო. ამის მიზეზი ის გახდა, რომ დეკანოზის სასამართლო პროცესზე გადაყვანას სასჯელაღსრულების დაწესებულება ვერ ახერხებს. „ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრის“ (EMC) განცხადებით, დაწესებულებას სპეციალური აღჭურვილობა და შესაბამისი პერსონალი არ ჰყავს.
სხდომა ციხის კლინიკაში 5 მარტს 11:00 საათზე ციხის კლინიკაში ჩატარდება. სასამართლოში გიორგი მამალაძის სასჯელის გადავადების საქმეზე დღეს პირველი სხდომა უნდა გამართულიყო.
"ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა" დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, შუამდგომლობით სასამართლოს მიმართა. პროცესზე მოწმის სახით იმ ექსპერტების დაკითხვა იგეგმებოდა, რომლებიც მამალაძის ექსპერტიზის დასკვნის შედგენაში იღებდნენ მონაწილეობას. თორნიკე მამალაძის ინფორმაციით, მისი ძმის მდგომარეობა უარესდება, რასაც არაერთი დასკვნა ადასტურებს.
EMC-ის წარმომადგენლის თქმით, თუ მამალაძეს საჭირო მკურნალობა არ ჩაუტარდება, დაინვალიდების დიდი შანსი არსებობს.