logo
ENG



დეკანოზ მამალაძის სასჯელის გადავადებაზე დღეს იმსჯელებენ

05 მარ 202008:20
3 წუთის საკითხავი
 

ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული გიორგი მამალაძის სასჯელის გადავადებაზე დღეს მეთვრამეტე პენიტენციურ დაწესებულებაში იმსჯელებენ. 

აღნიშნული შუამდგომლობა ჯერ კიდევ თებერვალში უნდა განეხილათ, თუმცა პენიტენციურმა სამსახურმა დეკანოზი სასამართლოში ვერ გადმოიყვანა, მიზეზად კი თავად დეკანოზის უარი დაასახელა.

უწყების პასუხი ბუნდოვანია მესამე სექტორისთვის. ადამიანის უფლებათა დაცვისა და მონიტორინგის ცენტრში ფიქრობენ, რომ პენიტენციური სამსახური მსჯავრდებულის ინტერესების დაცვის მოტივით, რეზონანსული საქმის საჯარო განხილვას თავს არიდებს. 

„გაიმართება მამალაძის მიმართ განაჩენის აღსრულების გადავადების შუამდგომლობის განხილვა. წინა პროცესი გადაიდო, ვინაიდან პენიტენციურმა სამსახურმა ვერ უზრუნველყო მსძავრდებულის ეტაპირება საქალაქო სასამართლოში. იმედი გვაქვს, რომ სასამართლო იქნება ობიექტური და მამალაძეს გადაუვადებს განაჩენის აღსრულებას ჯანმრთელობის მდგომარეობის არსებით გაუმჯობესებამდე“, - განაცხადა უფლებადამცველმა ქეთი ჩუთლაშვილმა. 

 

 

 


close დახურვა