logo
ENG



დეკანოზი: ნუ ციტირებთ ქრისტიანებისთვის სისასტიკისა და გულქვაობის გასამართლებლად მოსეს რჯულს

08 ივლ 202113:34
3 წუთის საკითხავი
 
დეკანოზი: ნუ ციტირებთ ქრისტიანებისთვის სისასტიკისა და გულქვაობის გასამართლებლად მოსეს რჯულს

დეკანოზი თამაზ ლომიძე მიტროპოლიტი იოანეს მხრიდან მოსეს რჯულის ციტირებას ეხმაურება, რომლითაც მაღალი იერარქიის სასულიერო პირმა ბავშვებზე ძალადობა გაამართლა. როგორც თამაზ ლომიძე ფეისბუქზე განმარტავს, მოსეს რჯული და ხშირად მისი მკაცრი კანონი ებრაელებისთვის იყო განკუთვნილი, რათა "რჩეული ერი წმინდად შენახულიყო ქრისტეს მოსვლისთვის".

"თქვენო, ეუბნება მოციქული არაებრაელ ქრისტიანებს, არა ხართ ვალდებული დაიცვათ მოსეს რჯული, რადგან ახლა უკვე ქრისტეს რჯულს ექვემდებარებითო. ნუ ციტირებთ ქრისტიანებისთვის სახელმძღვანელოდ, განსაკუთრებით სისასტიკის და გულქვაობის გასამართლებლად მოსეს რჯულის კანონებს. მათი ცოდნა საჭიროა, მაგრამ არა მათით ხელმძღვანელობა. იცხოვრეთ ქრისტეს რჯულით. იყო ებრაელთათვის მოსეს რჯულში მძიმე ცოდვისთვის ქვით ჩაქოლვა, მაგრამ იესო ქრისტემ მოგვცა სხვა უფრო მაღალი და ღვთაებრივი რჯული", — წერს დეკანოზი.

ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა იოანემ ქადაგებისას ბავშვებზე ძალადობა გაამართლა და არგუმენტად მოსეს რჯულის კანონები მოიყვანა. 

"აბა, ახლა გაბედე და დატუქსე ბავშვი, უყვირე, კუთხეში დააყენე... რეკავს ეგრევე პოლიციაში - "დედა ჩემს უფლებებს ლახავს", " მამა მიყვირის". მოდის პოლიცია და აფრთხილებს, კიდევ ერთხელ ზარი გამოვა და ბავშვს წაგართმევთ თქვენო. ასეთი არსად არ ყოფილა. მოსეს რჯულში პირდაპირაა ნათქვამი, ურჩი შვილი, რომელიც არ უსმენს თავის მშობელს და არც არავის არ უსმენსო, გაიყვანეთ გარეთ და ჩაქოლეთო", - თქვა მეუფე იოანემ.


close დახურვა