logo
ENG



დეკანოზი: ცუდია, როცა ცალკეულ სასულიერო პირს ჰგონია, რომ დაზაფრული მრევლი უფრო მორწმუნეა

29 მარ 202018:33
3 წუთის საკითხავი
 
y4705w7f17ep0xr.jpg

დეკანოზი ილია ჭიღლაძე კორონავირუსის გარშემო შემნილ ვითარებას Facebook-ის საკუთარ გვერდზე ეხმაურება. 

როგორც დეკანოზი წერს, სასაზოგადოება პრობლემის მოგვარებას გონივრულად უნდა მიუდგეს და ზედმეტი ისტერიკის დათესვა საჭირო არ არის. 

"ყოველგვარი ისტერიკა ბოლო ჟამზე არის სრული უმეცრება, ძვირფასებო! ისტორიას ამაზე საშინელი პანდემიები და შიმშილობები ახსოვს, ამდენად არაფერი უჩვეულო არ ხდება ახლა. ყოველგვარი ნიჰილიზმის დანერგვა არის სიჩლუნგე და პრიმიტივიზმი. პრობლემას უნდა მივუდგეთ გონივრულად და პრაგმატულად, რაც შეეხება ბოლო ჟამს, ესაა ღვთის უმთავრესი საიდუმლო და არავინ იცის მისი თარიღი, ესაა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს არაერთგზისი სწავლება. ძალიან ცუდია, როდესაც ცალკეული სასულიერო პირი აიგნორებს წმინდა წერილის სიტყვებს და პანიკას თესავს, ჰგონია რომ დაშინებულ-დაზაფრული მრევლი უფრო მორწუნე იქნება, სინამდვილეში ესაა ცრუმეტყველება", - წერს სასულიერო პირი. 

 


close დახურვა