საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის ანდრია ჯაღმაიძის ინფორმაციით, დეკანოზი დავით ქვლივიძე კორონავირუსით გარდაიცვალა.
"სამწუხაროდ დეკანოზი დავით ქვლივიძე გარდაიცვალა. კორონავირუსით დაინფიცირებამ გამოიწვია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმება, იგი მკურნალობდა საავადმყოფოში. ვუსამძიმრებ მის ოჯახს და ახლობლებს", - წერს ჯაღმაიძე.
ქვლივიძეს კორონავირუსი 14 ნოემბერს დაუდასტურდა.