logo
ENG



დეკანოზი ლომიძე: სკოლებში უნდა ისწავლებოდეს ქრისტიანობა

15 აპრ 202016:26
3 წუთის საკითხავი
 
gx0bq5dx3asa44w.jpg

დეკანოზი თამაზ ლომიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ სკოლებში უნდა ისწავლებოდეს ქრისტიანობა.

დეკანოზის განცხადებას „ფორმულა“ უცვლელად გთავაზობთ:

„გუშინ პრემიერს ბრიფინგზე წამოსცდა ან განზრახ თქვა, რომ საქართველო მართლმადიდებელი სახელმწიფოაო. თუ ეს ასეა, აუცილებლად საჭიროა საქართველოს მართლმადიდებელი ბავშვებისთვის, სკოლებში დაინერგოს საკუთარი რელიგიის სწავლება, დაბალი კლასებიდან. ვიცი, რომ ბევრი გაბრაზდა ახლა (ეგღა გვაკლიაო), მაგრამ, ნუ აღშფოთდებით, სულ სხვა რამეს ვგულისხმობ.

ჩვენ გვჭირდება რამდენიმე ასეული, ფანატიზმისგან და წილხვდომილური ამპარტავნებისგან სრულიად თავისუფალი, ინტელექტუალური, საღი გონების, ტოლერანტული შეგნების, ქრისტეანული თეოლოგიის აკადემიურად მცოდნე მასწავლებელი, რომელთაც სკოლებში დაევალებათ მართლმადიდებელი რელიგიის სწავლება.

რატომ? იმიტომ, რომ საქართველოს მომავალმა ქრისტიანმა მოქალაქეებმა, ბავშვობიდანვე სწორად, აკადემიურად და წიგნიერად იცოდნენ თუ რა არის ქრისტეანობა და წიგნზე (სახარებაზე) დაფუძნებული მათი კაცთმოყვარე სარწმუნოება, რათა შემდგომში ყურიც არ ათხოვონ ათასი ჯურის მქადაგებელს, ფანტაზიორს და გაუნათლებელს, რომელიც დღეს ქრისტეანობის ცოდნას იბრალებს და ამახინჯებს მართლმადიდებელ სარწმუნოებას.
მწამს, რომ მოვა ეს დრო ჩვენს სამშობლოში“, - წერს ლომიძე.


close დახურვა