logo
ENG



დეკანოზი მამალაძე იმედს გამოთქვამს, რომ გათავისუფლების შემდეგ თავის პოზიციას დააფიქსირებს

01 ნოე 201918:19
3 წუთის საკითხავი
 
1d9dwsezrxn5b4t.png

დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი გლდანის ციხიდან რამდენიმე წუთის წინ გამოვიდა. მან ჟურნალისტებს აჩვენა წერილი, სადაც დეკანოზი მადლობას უხდის საპატრიარქოს შუამდგოლობისთვის და იმედს გამოთქვას, რომ საქართველოს პრეზიდენტი შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს.

წერილში ასევე ნათქვამია, რომ საპატიმროდან გათავისუფლების შემდეგ იმედია ექნება შესაძლებლობა თავისი პოზიცია დააფიქსიროს სხვადასხვა საკითხზე. მათ შორის, სინოდზე და მასთან დაკავშირებულ მოვლენებზე. ასევე მეუფე პეტრეს განცხადებებზე.

შეგახსენებთ, დეკანოზ გიორგი მამამლაძის ადვოკატი მის მოსანახულებლად გლდანის ციხეში დღეს შევიდა.

31 დეკემბერს, სინოდის სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს, რომელსაც შეჩერებული აქვს მღვდელმსახურება, გაეწიოს შუამდგომლობა საქართველოს პრეზიდენტთან შეწყალების თაობაზე, მისი ჯანმრთელობის რთული მდგომარეობისა და არაერთგზის თხოვნის გათვალისწინებით.


close დახურვა