logo
ENG



დეკანოიძე: ამ წუთებში, უკრაინელ ჟურნალისტებს დეპორტაციას უკეთებენ საქართველოს აეროპორტიდან

27 ოქტ 202114:17
3 წუთის საკითხავი
 
დეკანოიძე: ამ წუთებში, უკრაინელ ჟურნალისტებს დეპორტაციას უკეთებენ საქართველოს აეროპორტიდან
ფოტო: ვახო ქარელი/ფორმულა

ქუთაისის მერობის კანდიდატის, ხატია დეკანოიძის ინფორმაციით, ორ უკრაინელ ჟურნალისტს საქართველოს აეროპორტიდან დეპორტაციას უკეთებენ. ამის შესახებ დეკანოიძე facebook-ზე წერს.

"უკრაინელ ჟურნალისტ გორდონს და მის მეუღლეს ლესიას, ასევე ჟურნალისტს ამ წუთებში დეპორტაციას უკეთებენ საქართველოს აეროპორტიდან", - წერს დეკანოიძე.

ფორმულა დეტალებზე შსს-ს დაუკავშირდა, თუმცა ამ საკითხზე უწყებაში კომენტარს ჯერ არ აკეთებენ.

აღსანიშნავია, რომ გუშინ, 27 ოქტომბერს, მიხეილ სააკაშვილის უკრაინელმა ადვოკატმა, ევგენ გრუშოვეცმა თქვა, რომ საქართველოში არ შემოუშვეს და აეროპორტიდან კიევში აბრუნებენ.

ფორმულასთან სატელეფონო საუბარში გრუშოვეცმა აღნიშნა, რომ რომ მან დოკუმენტები წესრიგში ჰქონდა, ამასთან, მესაზღვრეებს საქართველოში მისი ჩამოსვლის მიზეზიც აუხსნა, თუმცა, ქვეყანაში შესვლაზე მაინც უარი უთხრეს.

საზღვარზე შეაყოვნეს უკრაინის ომბუდსმენი ლუდმილა დენისოვაც. მისი თქმით, ქვეყანაში მხოლოდ რამდენიმე ზარის შემდეგ შემოუშვეს. ის საქართველოში მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად ჩამოვიდა.


close დახურვა