logo
ENG



დეკანოიძე: გუშინ მოსამართლემ ოპოზიციის 7 მხარდამჭერს ჩუმად პატიმრობა მიუსაჯა

25 დეკ 202119:27
3 წუთის საკითხავი
 
დეკანოიძე: გუშინ მოსამართლემ ოპოზიციის 7 მხარდამჭერს ჩუმად პატიმრობა მიუსაჯა
ვახო ქარელი/ფორმულა

ნაციონალური მოძრაობის წევრის ხატია დეკანოიძის ინფორმაციით, გუშინ მოსამართლემ მთელი ღამის განხილვის შემდეგ ჩუმად გამოიტანა განაჩენი და ოპოზიციის 7 მხარდამჭერს პატიმრობა მიუსაჯა.

დეკანოიძის თანახმად, ფირუზ და რეზო წულუკიძეებს, ასევე, ერთი ოჯახის 4 წევრს - თორნიკე, თამაზ, გელა და ირაკლი ჭელიძეებს 4 წელი, ხოლო ელდარ ანთაძეს 5 წელი მიესაჯათ.

"ეს ადამიანები არიან პოლიტიკური მართლმსაჯულების ჩვეულებრივი მსხვერპლი და მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ დააპატიმრა რეჟიმმა, (მოუწყო პროვოკაცია მაშინ, როდესაც ისინი საპროტესტო აქციაზე გავიდნენ, სხვათა შორის, ნამახვანჰესს აპროტესტებდნენ), რომ მათ ჰქონდათ უთანხმოება, უსიამოვნება დავით და თორნიკე რიჟვაძეებთან. გარდა ამისა, ისინი იყვნენ ოპოზიციის ძალიან აქტიური მხარდამჭერები, ისინი იყვნენ ადამიანები, ვინც არ ეგუებოდნენ რეჟიმს აჭარაში, რეჟიმს საქართველოში და უჭერდნენ მხარს ოპოზიციას.

მათ შესთავაზეს გასამრჯელო იმისთვის, რომ ემუშავათ საპარლამენტო არჩევნების წინ ქართულ ოცნებაზე, რაზეც რიჟვაძეებს ძალიან მკაცრი უარი განუცხადა ყველამ, ვინც დღეს არის ციხეში. წუხელ, მოსამართლემ მთელი ღამის განხილვის შემდეგ, ჩუმად, წინასაახალწლოდ გამოიტანა განაჩენი", - თქვა დეკანოიძემ.

მისივე თქმით, სანამ ყველა არ დაიჯერებს, რომ რეჟიმი ყველა პატრიოტის მიმართ დაუნდობელია, იქამდე გაგრძელდება.


close დახურვა