ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ მიიღო შეტყობინება, რომლითაც მას ქონებრივი დეკლარაციის შევსებას სთხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემით ემუქრებიან.
როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ამბობს, მზადაა, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს დოკუმენტებით გააცნოს თავიის ქონება, თუმცა დეკლარაციის შევსებას არ აპირებს.
დეკლარაციის შევსების ვალდებულება დეპუტატებს და სხვა მაღალი თანამდებობის პირებს აქვთ. თუმცა, ხატია დეკანოიძე დეპუტატის მანდატზე უარს ამბობს, თუმცა, მან და კიდევ 50-მა დეპუტატმა, რომელიც პარლამენტს ბოიკოტს უცხადებს, შესაბამისი განცხდებით პარლამენტს ნოემბერშივე მიმართეა, თუმცა, ქართულმა ოცნებამ მანდატები არ გაუუქმა.
„მე არ ვაპირებ დეკლარაციის შევსება, იმიტომ რომ დაწერილი მაქვს განცხადება. თუ ვინმეს ჩემს ქონებაზე და ფინანსებზე დაგაინტერესებთ - ნებისმიერ ჟურნალისტს ვუპასუხებ დოკუმენტებით. დასამალი არაფერი მაქვს. სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა რას ნიშნავს? დაგვიჭერთ? ანუ სადეპუტატო უფლებამოსილებას შეგვიწყვეტავთ?", - წერს დეკანოიძე საკუთარ გვერდზე.
მსგავსი შინაარსის შეტყობინება მიიღო „მეტი თავისუფლება - გირჩის“ ლიდერმა, ზურა ჯაფარიძემაც. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის მსგავსად, ისიც უარს აცხადებს ქონებრივი დეკლარაციის შევსებაზე.
ოპოზიციის დიდი ნაწილი 31 ოქტომბერის არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს და პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობს. ისინი რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას ითხოვენ.