logo
ENG



დეკანოიძე: დიპლომატიურ წარმომადგენლობას მივაწოდებთ ინფორმაციას იზორიას ძმის კადრებზე

29 იან 202008:10
3 წუთის საკითხავი
 

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ხატია დეკანოიძე და პოლიციელი გიორგი დვალიშვილი, რომელმაც იზორის ძმის კადრები გაასაჯაროვა, დღეს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდებიან და სკანდალური საქმის დეტალებს გააცნობენ.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ამბობს, რომ დიპლომატებს დანაშაულებრივი სქემის და მასში მონაწილე პირების შესახებ მიაწვდიან ინფორმაციას. ასევე, აცნობენ პოლიციელის და მისი ოჯახის მიმართ ფარული თვალთვალის შესახებ. დეკანოიძე აცხადებს, რომ სასამართლო განჩინების გარეშე ფარული თვალთვალი საქართველოს კანონმდებლობას ეწინააღმდეგება. 

"დიპლომატიურ წარმომადგენლობას მივაწოდებთ ინფორმაციას იმ გასაჯაროებულ სკანდალურ კადრებზე, რაც დანაშაულებრივი სქემაა. ასევე იმ ადამიანების სახელებსა და გვარებს, ვინც ამ სქემაში მონაწილეობდნენ. მეორე, ეს იქნება ინფორმაცია ფარულ თვალთვალსა და მიყურადებაზე, რასაც უსაფრთხოების სამსახური ახორციელებს დვალიშვილის ოჯახის მიმართ",-აცხადებს დეკანოიძე. 


close დახურვა