logo
ENG



დეკანოიძე: ელისაშვილის განცხადება რურუაზე ძალიან მძიმეა, რაც ხელისუფლებას უქმნის კომფორტს

18 იან 202118:56
3 წუთის საკითხავი
 
დეკანოიძე: ელისაშვილის განცხადება რურუაზე ძალიან მძიმეა, რაც ხელისუფლებას უქმნის კომფორტს

ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე "მძიმესა" და "დამაზიანებელს" უწოდებს ალეკო ელისაშვილის განცხადებას გიორგი რურუას ციხეში დატოვებაზე. ფორმულას ეთერში გადაცემა კომენტარში საუბრისას დეკანოიძემ აღნიშნა, რომ რურუას პატიმრობაში დატოვების ოპოზიციისთვის დაბრალება "ხელისუფლებას უქმნის კომფორტს, საკვები მიიღოს".  

"[ალეკო ელისაშვილმა] ძალიან მძიმე და მისთვისვე დამაზიანებელი განცხადება გააკეთა გიორგი რურუასთან დაკავშირებით. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ამ ქვეყანაში კანონის უზენაესობასთან დაკავშირებულ მახინჯ ნორმებზე თუ ვინმეა პასუხისმგებელი, ეს არის ხელისუფლება.

როდესაც მართლმსაჯულება გამოიყენება პოლიტიკური მოტივაციისთვის, რაიმე სახი პირობის გატეხვაზე, ვაჭრობაზე და ა.შ. საუბარი არ უნდა იყოს. ეს არის ჩვეულებრივად დაუწერელი კანონი ცივილური სამყაროსი.

ესაა მძიმე განცხადება, რომელიც მხოლოდ მას კიარა, ხელისუფლებას უქმნის კომფორტს, საკვები მიიღოს და ტქვას, აი ნახე ოპოზიცია ამბობს, ეს ჩემი ბრალი არა, თურმე ოპოზიციის ბრალი ყოფილა. მოკლედ კატეგორიულად მიურებელი განცხადებაა", - ამბობს დეკანოიძე.

პარტია მოქალაქეების ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა გაიმეორა, რომ გიორგი რურუას ციხეში დატოვება ოპოზიციის ბრალია, რადგან მათ ქართულ ოცნებასთან "სიტყვა გატეხეს". ფორმულას ეთერში, გადაცემა "კომენტარში" საუბრისას ელისაშვილი აცხადებს, რომ ოპოზიციამ 8 მარტის შეთანხმება დაარღვია, რის გამოც შეწყდა პატიმრების გამოშვება:

"ოპოზიციამ 8 მარტის შეთანხმება დაარღვია და იმიტომ შეწყდა პატიმრების გათავისუფლების პროცესი. მარტივია, დეტალებს მოყოლაც არ უნდა". 

14 იანვარს პოლიტიკის ფორმულაში სტუმრობისას მოქალაქეების ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა, რომელმაც საარჩევნო რეფორმისა და პოლიტპატიმრების განთავისუფლების სანაცვლოდ, პარლამენტში შესვლის მზაობა გამოთქვა, განაცხადა, რომ ქართული ოცნების ხელისუფლება ოპოზიციის ნაწილთან დადებულ შეთანხმებას აუცილებლად შეასრულებს. 

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რატომ არის შეთანხმების შესრულება გარანტირებული, 8 მარტის შეთანხმების არასრულად შესრულების შემდეგ, ელისაშვილმა განაცხადა, რომ გიორგი რურუას ციხიდან გათავისუფლების საკითხი ოპოზიციის გამო ჩავარდა. 

"ერთადერთი გიორგი რურუა დატოვეს და იქაც, არ მინდა ამაზე ლაპარაკი, მაგრამ ოპოზიციასაც ჰქონდა რაღაცები მიქარული, სიმართლე გითხრათ და თავის თავში ჩაიხედონ", - განაცხადა ელისაშვილმა, - "ამაზე ვერ ვილაპარაკებ, ეს ძალიან დელიკატური საკითხია, მაგრამ იქ, დახურულ შეხვედრაზე ქართულმა ოცნებამ ოპოზიციას რაღაცები რომ უთხრა და რაღაცები გაახსენა და ყველამ თავი დახარა და კრინტი ვერ დაძრეს". 


close დახურვა