ნაციონალური მოძრაობის წევრის ხატია დეკანოიძის ინფორმაციით, ენმ-ის ზესტაფონის ორგანიზაციის წევრს მანქანა დაულეწეს.
"ჩვენი ზესტაფონის ორგანიზაციის წევრს, ჩვენს მეგობარს და ყოფილ პოლიციელს მამუკა დათიაშვილს მანქანა დაულეწეს", - დაწერა დეკანოიძემ Facebook-ზე.
ფორმულა შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა და მათ კომენტარს მოგვიანებით შემოგთავაზებთ.