logo
ENG



დეკანოიძე: თუ კომისია ინსპექტორის სამსახურის ჩანაცვლებას შეძლებს, შევალთ პარლამენტში

03 იან 202218:37
3 წუთის საკითხავი
 
დეკანოიძე: თუ კომისია ინსპექტორის სამსახურის ჩანაცვლებას შეძლებს, შევალთ პარლამენტში
ვახო ქარელი/ფორმულა

ხატია დეკანოიძის თქმით, შესაძლოა ენმ პარლამენტში შევიდეს საგამოძიებო კომისიის შესაქმნელად, თუ ნახავენ, რომ აღნიშნული კომისია მიხეილ სააკაშვილის საქმესთან მიმართებაში სახელმწიფო ინსპექტორის ფუნქციების ჩანაცვლებას შეძლებს. 

ამის შესახებ მან ჟურნალისტებს მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრამდე განუცხადა.

დეკანოიძე მიიჩნევს, რომ კომისიის ამოქმედება მნიშვნელოვანია და მას უკვე ჰქონდა მოლაპარაკებების ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებთან.

"დიდი იმედი მაქვს, რომ 50 ხმა მოგროვდება ამასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, იმ შემთხვევაში თუ ჩვენ, პრინციპში, ვხედავთ და დავინახეთ უკვე, რომ ასე ვთქვათ, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ჩანაცვლება შესაძლებელია საგამოძიებო კომისიით, რა თქმა უნდა, ჩვენ შევალთ პარლამენტში და ეს იქნება ჩვენი, ასე ვთქვათ, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საქმიანობა". - თქვა დეკანოიძემ.

მიხეილ სააკაშვილის სურვილია, პარლამენტში მის საქმესთან დაკავშირებით დროებით საგამოძიებო კომისია შეიქმნას. ამის შესახებ მისმა ადვოკატმა, გიორგი მშვენიერაძემ განაცხადა. 

როგორც მშვენიერაძემ რუსთავის ციხის დატოვების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, სააკაშვილი მზად არის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შემთხვევაში ამ კომისიის სხდომას თავადაც დაესწროს და ყველაფერზე დეტალურად ისაუბროს. 


close დახურვა