logo
ENG



დეკანოიძე: ივანიშვილმა იკადრა და მილიარდერი ჩაუყენა კაპიკებზე მცხოვრებ ადამიანებს წინ

30 აპრ 202413:48
3 წუთის საკითხავი
 
2024/04/30/ka2j0trv4x5g0yf.jpg

 

ევროოპტიმისტების წევრი, ხატია დეკანოიძე პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ოცნების გუშინდელ აქციაზე ივანიშვილის შვილის, ცოტნე ივანიშვილის ყოფნას გამოეხმაურა. 

"მე ვიხილე ადამიანი, რომელმაც იკადრა და თავისი ოჯახის წევრი [ცოტნე ივანიშვილი], მილიარდერი ადამიანი ჩაუყენა ამ გაუბედურებულ, მართლა კაპიკებზე მცხოვრებ ადამიანებს წინ და ეს ცოტნე ივანიშვილი მოუძღოდა საქართველოს მოქალაქეებს, რომლებმაც სახლში რა მიეტანათ საღამოს შიმშილით დაუძლურებული საკუთარი შვილებისთვის, არ იცოდნენ", - განაცხადა დეკანოიძემ. 

მისი თქმით, მოქალაქეებმა არ იცოდნენ, თუ რისთვის იყო ეს ღონისძიება. 

"მე გავიარე გუშინ ამ ხალხში, თქვენგან განსხვავებით, შემოფარგლულ ადგილას რომ იყავით და სცენაზე ბიძინა ივანიშვილის უკან ვინ დადგებოდა, ამაში ეცილებოდით ერთმანეთს, რომ კარგად გამოჩენილიყავით თქვენი პატრონის უკან. ესენი იყვნენ ჩამოყვანილი ადამიანები, რომლებსაც უამრავი პრობლემა დახვდებოდათ სახლში კვლავ. ბორჯომიდან, თელავიდან, ყვარლიდან, გურჯაანიდან, აჭარიდან ჩამოიყვანეთ მასწავლებლები, მიატოვებინეთ სკოლის მოსწავლეები იმისთვის, რომ რაღაც 1 საათი ბიძინა ივანიშვილისთვის მოესმინათ, მაგრამ მე ძალიან კარგად მესმის ამ ადამიანების გულის ტკივილი. ყველა მეუბნებოდა, რომ არ იცოდნენ, რისთვის იყო ეს ღონისძიება. მაგრამ სცენაზე მათ დაინახეს შეშინებული ადამიანი, რომელმაც საკუთარი პარანოინული შიშის გამო მთელ დასავლურ სამყაროსა და ცივილიზაციას ომი გამოუცხადა. ომი გამოუცხადა საკუთარ ხალხს და ომი გამოუცხადა ჩვენი ქვეყნის იმ ღირებულებებს, რომლის გამოც ძალიან ბევრმა ჯარისკაცმა თავი გასწირა", - აღნიშნა დეპუტატმა. 

ოცნების აქციაზე ცოტნე ივანიშვილმა თქვა, რომ კანონი რუსული არ არის. ამასთან, ჟურნალისტების ნათქვამზე, რომ კანონპროექტს დასავლეთი აკრიტიკებს, ოლიგარქის შვილმა უპასუხა, რომ განხილვაში შესვლა არ უნდა.

 


close დახურვა