logo
ENG



დეკანოიძე: იქნება პერმანენტული აქციები, აუცილებელია, ჩატარდეს დემოკრატიული არჩევნები

01 ნოე 202005:08
3 წუთის საკითხავი
 

ნაციონალური მოძრაობის ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი აცხადებს, რომ ოპოზიცია, დემოკრატიული არჩევნების ჩატარების მოთხოვნით, რუსთაველის გამზირზე პერმანენტულ აქციებს დაიწყებს.

დეკანოიძის თქმით, ბიძინა ივანიშვილი არჩევნების გაყალბებას ცდილობს, მაგრამ ხალხი ამის საშუალებას არ მისცემს.

"ეს არ იყო არჩევნები, მთელი ამ თვეების განმავლობაში ჩვენ ვაკვირდებოდით რა ხდებოდა ოლქებში, ეს იყო მიტაცებული ხალხის ხმა. ყოველდღიური კომუნიკაცია მაქვს საერთაშორისო პარტნიორებთან. ისინი იყვნენ არაერთი დარღვევის მოწმენი. ბიძინა ივანიშვილმა ადამიანების ნება არ ასახა, მან თავის მსახურს გამოაცხადებინა შედეგები, რომელიც მას აწყობს და ასე არ მოხდება. ხვალ ჩვენს მეგობრებსა და ამომრჩევლებს ველოდებით რუსთაველზე. ამის შემდეგ იქნება პერმანენტული მოთხოვნები, პერმანენტული აქციები იმასთან დაკავშირებით, რომ აუცილებელია ჩატარდეს თავისუფალი დემოკრატიული არჩევნები, თავისუფალი ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავჯდომარით, ყოველგვარი კრიმინალის გარეშე და ეს იქნება ძალიან მალე", - აცხადებს დეკანოიძე.

ოპოზიციური პარტიები ცესკოს მიერ წინასწარი შედეგების გამოცხადების დაწყების მომენტიდან, არჩევნების გაყალბებაზე საუბრობენ. 

ამ დრომდე დათვლილია საარჩევნო უბნების 37%. წინასწარი შედეგებით: 

ქართულ ოცნებას აქვს - 51,68%

ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშიას - 24,31%

ევროპულ საქართველოს - 3,95%

პატრიოტთა ალიანსი - 3,34%

სტრატეგია აღმაშენებელი - 2,88%

ლელო - 3,02%

გირჩი - 2,64%

ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეები - 1,25%

ლეიბორისტული პარტია - 0,99%

ნინო ბურჯანაძე - ერთიანი საქართველო - 0,79%


close დახურვა