logo
ENG



დეკანოიძე: ნინოწმინდის კანდიდატს მოქალაქეობის ჩამორთმევას უპირებენ, ზეწოლა გრძელდება

06 სექ 202121:38
3 წუთის საკითხავი
clock 695
დეკანოიძე: ნინოწმინდის კანდიდატს მოქალაქეობის ჩამორთმევას უპირებენ, ზეწოლა გრძელდება

ნაციონალური მოძრაობის წევრი და ქუთაისის მერობის კანდიდატის ხატია დეკანოიძის ინფორმაციით, ნინოწმინდის კანდიდატს მოქალაქეობის ჩამორთმევას უპირებენ. 

როგორც დეკანოიძე Facebook-ზე წერს, ახალქალაქში და ნინოწმინდაში პარტიის მომხრეებზე ზეწოლა ხორციელდება. 

"წარმოუდგენელი ზეწოლა გრძელდება ახალქალაქში და ნინოწმინდაში ჩვენს მომხრეებზე. სუს-ის ზეწოლა, ადამიანების დაშანტაჟება. პრაქტიკულად სიას გვიხსნიან, რომ არჩევნებში მონაწილეობა ვერ მივიღოთ ადგილზე. ნინოწმინდის კანდიდატს მოქალაქეობის ჩამორთმევას უპირებენ", - წერს დეკანოიძე. 

ISFED-მა გამოაქვეყნა ანგარიში, რომლის თანახმადაც წინასაარჩევნო კამპანიაში მოსყიდვის, ზეწოლის, პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების ფაქტები გამოვლინდა.  

გარდა ამისა, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები მმართველი გუნდის მხრიდან ზეწოლაზე ლაპარაკობენ.

მაგალითად, ევროპული საქართველოს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, გიგი წერეთელმა მმართველი გუნდი თერჯოლაში ზეწოლასა და დევნაში დაადანაშაულა.


close დახურვა