logo
ENG



დეკანოიძე: როგორც პოლიტიკოსი, არ ვფიქრობ, რომ უბარიერო სისტემა იდეალურია

15 თებ 202113:50
3 წუთის საკითხავი
 
დეკანოიძე: როგორც პოლიტიკოსი, არ ვფიქრობ, რომ უბარიერო სისტემა იდეალურია

ნაციონალური მოძრაობის ლიდერი, ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ უბარიერო სისტემის მომხრე არ არის და ფიქრობ, რომ ეს არაა "იდეალური ვარიანტი". ამის შესახებ მან დღეს, 15 თებარვალს ლეიბორისტული პარტიის ოფისთან, ჟურნალისტებს განუცხადა. 

"როგორც პოლიტიკოსი, უბარიერო სისტემას არ ვემხრობი, გირჩთან, გირჩის განაყოფთან ეს არ არის ერთადერთი განსხვავება, ძალიან მინდა რომ ზურა [ჯაფარიძე], მეორე გირჩი ამ კონსტრუქციაში არ მოყვეს. მე არ მომწონს უბარიერო სისტემა, არ ვფიქრობ, რომ ეს არის იდეალური ვარიანტი", - ამბობს დეკანოძე.  

მამუკა მდინარაძემ 8 თებერვალს განაცხადა, რომ მმართველი პარტია მზადაა, განიხილოს უბარიერო საარჩევნო სისტემა, თუმცა, "ნებისმიერ გადაწყვეტილებას სჭირდება მყარი არგუმენტაცია".

საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, მომდევნო საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემითა და 5%-იანი ბარიერის პირობებში ჩატარდება. პარტია გირჩის პოზიციაა, რომ ნებისმიერი შემდეგი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს სრულად პროპორციული სისტემით, ბუნებრივი ბარიერით. 

 


close დახურვა