logo
ENG



დეკანოიძე: ფარისევლური ბოდიში არ შეიძლება მიღებულ იქნას, ბერაია უნდა გადააყენონ

01 ნოე 202312:22
3 წუთის საკითხავი
 
2023/11/01/m8u6ghjttk2faq0.jpg

მე არ შემიძლია, რომ დღევანდელი დღე დაიწყოს ჩვეულებრივად, თითქოს გუშინ არაფერი მომხდარა და ის ფარისევლური ბოდიში, რომელიც თითქოს მოიხადა აქ თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ იქნას მიღებული. მე მოვითხოვ, ვფიქრობ, ამაში ჩემი კოლეგებიც შემომიერთდებიან, [ირაკლი] ბერაია რომელმაც შეურაცხყოფა მიაყენა პარლამენტის ქალ დეპუტატს, თეონა აქუბარდიას გადაყენებულ უნდა იქნას თანამდებობიდან. ის რაც აქ მოხდა, არ არის ჩვეულებრივი ამბავი. ეს არის ძალიან მძიმე შეურაცხყოფა მთელი ჩვენი საზოგადოებისთვის.

 


close დახურვა