logo
ENG



დეკანოიძე: ფრაქცია ნაციონალური მოძრაობა ამ პარლამენტში მონაწილეობას აღარ მიიღებს

12 ივლ 202115:06
3 წუთის საკითხავი
 
ვახო ქარელი / ფორმულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატის ხატია დეკანოიძის განცხადებით, მათი ფრაქცია საპარლამენტო საქმიანობას წყვეტს. მისივე თქმით, ისინი მონაწილეობას მიიღებენ მხოლოდ მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადებისა და კონსტიტუციის მიღების კენჭისყრაში. 

"ამ პარლამენტში მონაწილეობას აღარ გავაგრძელებთ, ჩვენ ვიქნებით ჩვენს მოქალაქეებთან, ჟურნალისტებთან ერთად, რომლებსაც კლავენ. მონაწილეობას მივიღებთ მხოლოდ იმ პროცესში, რომელიც გულისხმობს საქართველოს ხელისუფლებისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხს. ერთადერთ შემთხვევაში მივიღებთ მონაწილეობას, ეს იქნება კონსტიტუციისთვის კენჭისყრა, რაც გულისხმობს იმას, რისთვისაც ვიბრძოდით, ანუ პროპორციულ სისტემაზე გადასვლისთვის. 

სხვა შემთხვევაში, ფრაქცია ენმ ამ სიტუაციაში, ამ ფარისევლობაში, ამ ფაშისტების დაჯგუფებასთან თანამშრომლობას წყვეტს", - თქვა მან.

პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში ფიზიკური დაპირისპირება იყო.

დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ოპოზიციური პარტიების ლიდერების, მედიამენეჯერების და აქტივისტების ნაწილი, მანდატურის სამსახურის წინააღმდეგობის მიუხედავად, დარბაზში შევიდა. დარბაზში შესვლის შემდეგ ოპოზიციისა და ქართული ოცნების დეპუტატებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.


close დახურვა