logo
ENG



დეკანოიძე ხაბეიშვილზე: ამ გადაწყვეტილებას საერთაშორისო მართლმსაჯულებასთან საქმე არ აქვს

31 იან 202022:30
3 წუთის საკითხავი
 

 

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ხატია დეკანოიძე, გადაცემაში „პოლიტიკის ფორმულა“, ლევან ხაბეიშვილის წინააღმდეგ სასამართლო გადაწყვეტილებას ეხმაურება. მისი თქმით, ის გადაწყვეტილება, რომელიც სასამართლომ ხაბეიშვილის წინააღმდეგ მიიღო არის პოლიტიკური გადაწყვეტილება. მისივე თქმით 24 იანვარს ხაბეიშვილზე თავდასხმის ფაქტი დაგეგმილი იყო.

„ის გადაწყვეტილება, რომელიც გამოიტანეს იმ სამი მოძალადის მიმართ და ეს გადაწყვეტილებაც, რომელიც გამოიტანეს ლევანის წინააღმდეგ ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, ფაქტია, რომ ამ ორ გადაწყვეტილებას საერთაშორისო მართლმსაჯულებასთან საქმე არ აქვს“,-განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

შეგახსენებთ, თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ლევან ხაბეიშვილს საქალაქო სასამართლომ 2000 ლარიანი გირაო შეუფარდა, პროკურატურა ხაბეიშვილს ქართული ოცნების დეპუტატ, ირაკლი ზარქუაზე ძალადობას ედავებოდა.

დღესვე, ლევან ხაბეიშვილის ცემაში მონაწილე „ქართული ოცნების“ დეპუტატებს პროკურატურამ აღკვეთის ღონისძიების სახით 5000 ლარიანი გირაო შეუფარდა. ბრალდებულები დანაშაულს არ აღიარებენ.

 


close დახურვა