logo
ENG



დეკანოიძის თქმით, ქუთაისში კარუსელის დატრიალების და მოსყიდვის ფაქტები გამოვლინდა

30 ოქტ 202110:58
3 წუთის საკითხავი
 
ფოტო: ვახო ქარელი/ფორმულა

ქუთაისის მერობის კანდიდატი, ხატია დეკანოიძე ქუთაისში, საარჩევნო უბნებზე გამოვლენილ დარღვევებზე საუბრობს.

მისი თქმით, ერთ-ერთ უბანზე იყო კარუსელის დატრიალების მცდელობა, ასევე  ფულის დარიგებისა და მოსყიდვის ფაქტები. 

"მე-7 საარჩევნო უბანზე იყო კარუსელის მცდელობა, ანუ მარკირებიანი მოქალაქე ცდილობდა მეორედ შესვლას. ჩვენმა დამკვირვებლებმა გამოავლინეს და ამის შემდეგ ამ ადამიანმა დატოვა უბანი. 

მე-40 უბანზე, უბანთან ახლოს მდგარი მანქანიდან იყო ფულის დარიგების ფაქტი. ჩვენ ვიდეოც გვაქვს, რაც რეალურად ხდება პრაქტიკულად ბევრგან და ჩვენ ვიდეო მტკიცებულებებს წარმოვუდგენთ ძალიან მალე ჟურნალისტებს", - თქვა დეკანოიძემ. 

როგორც მან აღნიშნა, უბნებზე მობილიზებული არიან ოცნები კოორდინატორებიც.

"51-ე დას 101-ე საარჩევნო უბანზე გვერდით ოთახში არიან ქართული ოცნების კოორდინატორები, რომლებიც ახდენენ მოქალაქეების აღრიცხვას. ეს ფაქტიც გადაღებულია. ჩვენი დამკვირვებლების ჩარევის შემდეგ, ამ ადამიანებმა დატოვეს უბნები, მაგრამ ვაფრთხილებ ყველა კომისიის წევრს, დაუყოვნებლივ შეწყდეს ოცნების კოორდინატორების და წარმომადგენლების უბანზე მოძრაობა და აგიტაცია", - ამბობს დეკანოიძე.

ამასთან, როგორც ის ამბობს, მათი პარტიის დამკვირვებლებს ყველა უბანზე პრობლემები შეუქმნეს და არ უშვებდნენ.

"ქუთაისში, ყველა უბანზე ჩვენს დამკვირვებლებს შეექმნათ პრობლემები. ძალიან ბევრ დამკვირვებელს არ უშვებენ, მაგრამ განსაკუთრებული პრობლემები შეექმნათ რეგისტრატორების უკან დამკვირვებლების განლაგებას, რაც რეალურად არის ის სქემა, რომელსაც ქართული ოცნება გაყალბებისთვის იყენებს. ანუ, რეგისტრატორების მაგიდების უკან, სადაც დამკვირვებლებს აქვთ იმის უფლება, რომ დადგნენ და დააკვირდნენ პროცესს", - ამბობს დეკანოიძე. 


close დახურვა