ხატია დეკანოიძის სახლთან ინციდენტში მონაწილე პირის წინააღმდეგ სამართალწარმოება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.
ხატია დეკანოიძეს უცნობი პირი საკუთარ სახლთან დაესხა თავს მაშინ, როცა ის ჟურნალისტებს ესაუბრებოდა.
პირი მანქანიდან გადმოვიდა და პოლიტიკოსს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.