logo
ENG



დეკლარაციის არასწორი შევსების გამო 31 დეპუტატი დააჯარიმეს

16 იან 202022:00
3 წუთის საკითხავი
 
d22qjbkw6g5dj1j.jpg

საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პარლამენტის 31 დეპუტატი დეკლარაციის არასწორი შევსების გამო დაჯარიმდა. 

დაჯარიმებული დეპუტატების უმრავლესობა უმრავლესობის წევრები არიან.

როგორც ანგარიშშია ნათქვამი, 2019 წლის 11 იანვარს, 2019 წლის განმავლობაში შესამოწმებელი თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების შერჩევის მიზნით შექმნილი დამოუკიდებელი კომისიის მიერ შერჩეული იქნა 297 თანამდებობის პირის დეკლარაცია. მათ შორის, პარლამენტის წევრი - 59, მინისტრები და მინისტრის მოადგილეები (მათ შორის ყოფილი) – 137, საერთო და საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები - 29. შემოწმებულებიდან 254 დააჯარიმეს, 75 კი გააფრთხილეს.

როგორც ანგარიშიდან ირკვევა, 2019 წლის განმავლობაში შემოწმებული უარყოფითად შეფასებული თანამდებობის პირების დეკლარაციების უარყოფითად შეფასების კრიტერიუმები შემდეგნაირად გადანაწილდა. 329 უარყოფითად შეფასებული დეკლარაციიდან:  41%-ს დარღვევა ჰქონდა უძრავი ქონების ნაწილში, სადაც გამორჩენილი იყო უძრავი ქონება ან/და არასწორად იყო მითითებული უძრავი ქონების რეალური ფართი;  38% შემთხვევებში არასწორად ან/და შეცდომით სხვა თარიღის მონაცემით იყო მითითებული საბანკო ანგარიშზე არსებული ნაშთი, ასევე არ იყო მითითებული მულტისავალუტო ანგარიშების შემთხვევაში სხვა ვალუტის ანგარიშები ან/და გამორჩენილი იყო ძველი საბანკო ანგარიშები;  24% დეკლარაციში არ იყო დადეკლარირებული სამეწარმეო საქმიანობა ან არ იყო მითითებული ძველი საწარმოები, რომლებსაც ბოლო 3 წლის განმავლობაში ბრუნვა არ ჰქონიათ; 

22%-ში დეკლარანტს არ ჰქონდა სწორად დაანგარიშებული ხელშეკრულებით მიღებული მატერიალური შედეგი, ან არ იყო დადეკლარირებული 7 საჯარო სამსახურის ბიურო ხელშეკრულება, რომლის ღირებულებაც აღემატება კანონმდებლობით დადგენილ დეკლარირებისათვის სავალდებულო ზღვარს;  63%-ს დარღვევა ჰქონდა საანგარიშო პერიოდში მიღებული შემოსავლის არასწორად დადეკლარირების გამო;  63% დეკლარაციების უარყოფითად შეფასდა ოჯახის წევრების მონაცემების არასწორად მითითების გამო;  11% თანამდებობის პირების დეკლარაციების უარყოფითად შეფასება განაპირობა მათ მიერ დოკუმენტაციის კანონით დადგენილ ვადაში წარმოუდგენლობამ.

გთავაზობთ დაჯარიმებული დეპუტატების სიას: 

1 - სამველ მანუკიანი;

2 - სიმონ ნოზაძე;

3 - მიხეილ ყაველაშვილი;

4 - ივლიანე წულაია;

5 - ენზელ მკოიანი;

6 - ილია ნაკაშიძე;

7 - ვიქტორ ჯაფარიძე;

8 - გრიგოლ მიქელაძე;

9 - ელგუჯა გოცირიძე;

10 -  ოთარ დანელია;

11 - ბექა ოდიშარია;

12 - ნინო წილოსანი;

13 - გოჩა ენუქიძე;

14 - ზაზა კედელაშვილი;

15 - ლევან კობიაშვილი;

16-  გურამ მაჭარაშვილი;

17 - ერეკლე ტრიპოლსკი;

18 - ლერი ხაბელოვი;

19- დიმიტრი ხუნდაძე;

20- გოდერძი ჩანქსელიანი;

21- კობა კობალაძე;

22- ირაკლი ხახუბია.

„ნაციონალური მოძრაობიდან“ დაჯარიმდნენ:

 

23- მამუკა ჩიქოვანი;

24 - კობა ნაყოფია;

25 - ლაშა დამენია.

„ევროპული საქართველოდან“ დაჯარიმდა:

26 - გიორგი ღვინიაშვილი

ასევე დაჯარიმდნენ მმართველი პარტიის ყოფილი დეპუტატები: 27 - შოთა შალელაშვილი, 28 - ზაქარია ქუცნაშვილი. დაჯარიმდა სამი დამოუკიდებელი დეპუტატი, რომლებიც ასევე მმართველ გუნდში იყვნენ: 29 - დავით ჭიჭინაძე, 30 - ბექა ნაცვლიშვილი და 31 - ზვიად კვაჭანტირაძე;

 


close დახურვა