თბილისში, მეტროსადგურ დელისთან მდებარე ბიზნესცენტრის ეზოში კაცი დაჭრეს. მას ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლეს.
კაცი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა.
ამავე შენობაში მდებარეობს ტელეკომპანია ფორმულაც.
ფორმულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.