logo
ENG



დემოკრატები ტრამპის ყოფილი მრჩევლის დაკითხვას ითხოვენ

27 იან 202011:31
3 წუთის საკითხავი
 
u3qalr0dwf0dduh.jpg

დემოკრატები დონალდ ტრამპის ყოფილი მრჩევლის, ჯონ ბოლტონის დაკითხვას მოითხოვენ. შეერთებული შტატების პრეზიდენტის ოპონენტთა მხრიდან მოწოდებები მას შემდეგ განახლდა, რაც ცნობილი გახდა  უშიშროების საკითხებში დონალდ ტრამპის მრჩევლის წიგნის შინაარსი. მემუარებში, რომელიც ჯერ გამოქვეყნებული არ არის, ბოლტონი წერს, რომ დონალდ ტრამპს  უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შეჩერება სურდა, ვიდრე კიევი ჯო ბაიდენის წინააღმდეგ გამოძიებას არ დაიწყებდა. ბოლტონის ეს განცხადება სერიოზულ პრობლემას უქმნის დონალდ ტრამპის დაცვის მხარეს, რომელიც სენატში მიმდინარე საიმპიჩმენტო პროცესზე მის გამართლებას ცდილობს. სასამართლოს მორიგი სხდომა კონგრესის ზედა პალატაში დღეს გაიმართება. 


close დახურვა