დემოკრატიულმა პარტიამ სენატში უმრავლესობა გაიმტკიცა - ჯორჯიის შტატის მეორე ტურში სენატორობისთვის დემოკრატმა კანდიდატმა რაფაელ ოურნოკმა გაიმარჯვა. ამის შედეგად, დემოკრატები ზედა პალატაში აბსოლუტურ უმრავლესობას მოიპოვებენ.
ნოემბრის შუალედური არჩევნების შედეგად დემოკრატებმა და რესპუბლიკელებმა სენატში 49-49 ადგილი მიიღეს. ამის გამო გადამწყვეტი ხდებოდა კამალა ჰარისის ხმა, რომელიც სხდომებში იღებს მონაწილეობას.
ამავე დროს, წარმომადგენელთა პალატაზე კონტროლი რესპუბლიკურმა პარტიამ მოიპოვა.
ჯორჯიაში პირველი ტურის დროს ვერც რესპუბლიკელმა გერშელ უოკერმა და ვერც დემოკრატმა რაფაელ უორნოკმა ხმების 50%-ზე მეტი ვერ მოიპოვეს, რაც გამარჯვებისთვის იყო აუცილებელი. ამის გამო ჯორჯიაში მეორე ტური დაინიშნა.
უოკერი, რომელიც ამერიკული ფეხბურთის ცნობილი მოთამაშეა, აბორტების წინააღმდეგ გამოდიოდა და მას პირადად დონალდ ტრამპი უჭერდა მხარს.
უორნოკი ებენზერას ბაპტისტური ეკლესიის პასტორია, სადაც თავის დროზე მსახურებას მარტინ ლუთერ კინგი უმცროსი ატარებდა.