logo
ENG



დენიელ სინგერი: მუშაობა მიმდინარეობს ვაქცინის 100-ზე მეტ ვარიანტზე

29 მაი 202023:19
3 წუთის საკითხავი
 

 

CDC-ის ცენტრალური აზიის რეგიონული დირექტორის თქმით ახალი კორონავირუსის 100-ზე მეტ ვარიანტზე მუშაობა მიმდინარეობს. როგორც დენიელ სინგერმა აღნიშნა ამ ეტაპზე მხოლოდ ერთი ვაქცინა გადავიდა ცდის მეორე ფაზაზე. დენიელ სინგერის თქმით, მას შემდეგ რაც ვაქცინა ხელმისაწვდომი იქნება ქვეყნებმა თავად უნდა შეაფასონ ვითარება და გადაწყვიტონ რამდენად სავალდებულოა ვაქცინის აცრის ჩატარება.  

„ახალი კორონავირუსის ვაქცინის საჭიროება მართლაც მწვავეა. მუშაობა მიმდინარეობს ვაქცინის 100-ზე მეტ ვარიანტზე. ამ ეტაპზე მიმდინარეობს რამდენიმე ვაქცინის გამოცდა პირველ ფაზაზე და რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, მხოლოდ ერთი ვაქცინა გადავიდა ცდის მეორე ფაზაზე. ვაქცინის შემუშავება სამ ფაზიანია და აუცილებელია, რომ ყველა ფაზაზე ყველა ნაბიჯი გაიაროს პრეპარატმა. აუცილებელია რომ მწარმოებელი დარწმუნდეს, რომ ვაქცინა უსაფრთხოა და ეფექტიანია. აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ ვაქცინის ხელმისაწვდომობას დასჭირდება დრო, მაგრამ როდესაც ეს მოხდება ქვეყნებმა თავად უნდა გადაწყვიტონ რამდენად სავალდებულოდ ჩათვლიან აცრას.

აქამდე აპრობირებულია შემთხვევები, როდესაც რიგ ქვეყნებში სავალდებულოა კონკრეტული აცრა, მაგალითად ასეთია ყვითელი ციებ-ცხელების აცრა ან სხვა შემთხვევაში ზოგი ვაქცინა სავალდებულოა ბავშვების სკოლაში მიღებისთვის, ამიტომ ცალკეულმა ქვეყნებმა თავად უნდა შეაფასონ ვითარება ქვეყნებში და მიიღონ ინდივიდუალური გადაწყვეტილება, მაგრამ მათ უნდა მიიღონ მხედველობაში, რომ ვაქცინა ყველასათვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს. მხოლოდ ვაქცინის შემუშავება არ არის საკმარისი, აუცილებელია, რომ ის საკმაოდ ხელმისაწვდომი იყოს ადამიანისთვის, ამასთან დაკავშირებით მთავრობებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ ზოგ ადამიანს, ვინც ვირუსი გადაიტანა და გამოჯანმრთელდა ვირუსისადმი შეიძლება ჰქონდეს ბუნებრივი იმუნიტეტი. ჯერ არ გვაქვს ინფორმაცია რა ხანგრძლივობისაა ან რამდენად ძლიერია იმუნიტეტი, მაგრამ მოლოდინი არსებობს რომ ვირუსის დამარცხების შემთხვევაში ორგანიზმს აქვს ამგვარი იმუნიტეტი და ვაქცინა არ არის საჭირო და ეს ფაქტორები უნდა იყოს გათვალისიწინებული, როდესაც ვაქცინის შესახებ გადაწყვეტილებები მიიღება“,-განაცხადა დენიელ სინგერმა .

 


close დახურვა