logo
ENG



დენისენკო: რუსეთი შეშფოთებულია ხარკივთან უკრაინის მხრიდან შესაძლო კონტრშეტევის გამო

11 მაი 202212:00
3 წუთის საკითხავი
 
2022/05/11/g4wr7ozly8kccwn.jpg

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩევლის, ვადიმ დენისენკოს თქმით, რუსეთმა დაახლოებით 20 ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფი შეკრიბა რუსეთის ქალაქ ბელგოროდში, უკრაინის საზღვართან ახლოს. დენისენკოს თქმით, რუსეთი შეშფოთებულია უკრაინის შესაძლო კონტრშეტევის გამო.

"უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის თანახმად, ისინი [რუსეთი] შეშფოთებულნი არიან ჩვენი შესაძლო კონტრშეტევის გამო ხარკივის რეგიონის ჩრდილოეთით,” - განაცხადა დენისენკომ.

დენისენკოს განცხადებით, დღეს ყველაზე აქტიური ბრძოლები სამხრეთით, ლუგანსკის მიმართულებით მიმდინარეობს, მათ შორის რუბიჟნესა და  სევეროდონეცკში. მისი თქმით, რუსული ძალები ცდილობენ იზიუმიდან დაიკავონ დონეცკის რეგიონის სხვა ნაწილები.

"იზიუმის მიმართულებით ისინი [რუსეთი] საკმაოდ მასიურ საჰაერო დაზვერვას ატარებენ. ეს უფრო დრონებს ეხება, ვიდრე ავიაციას,” - თქვა მაღალჩინოსანმა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულმა სამხედრო ძალებმა ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე დაცოხეს. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად კი 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.


close დახურვა