logo
ENG



დენისენკო: რუსული ტექნიკა ბელარუსიდან გვიახლოვდება, ბელარუსმა დიპლომატებმა უკრაინა დატოვეს

20 მარ 202203:29
3 წუთის საკითხავი
 
2022/03/20/2vtopvt7wjj6y7m.jpg

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი ვადიმ დენისენკო აცხადებს, რომ რუსული სამხედრო ტექნიკა ბელარუსის საზღვარს უახლოვდება, ხოლო ბელარუსმა დიპლომატებმა უკრაინა დატოვეს. 

როგორც დენისენკომ აღნიშნა, რუსები ისევ ცდილობენ გარკვეული ძალით უკრაინის ტერიტორიაზე შემოსვლას. 

"რუსული ტექნიკა უახლოვდება ბელარუსის საზღვარს. რუსები ისევ ცდილობენ გარკვეული ძალით, თუმცა არა ისეთი ძალით, როგორიც 3 კვირის წინ იყო, შემოვიდნენ უკრაინის ტერიტორიაზე. მთლიანობაში, ჩვენ ვხედავთ და ვიცით სად ცდილობენ შემოსვლას. ჩვენ ვხვდებით, რომ რუსები არ ანებებენ თავს იმ იდეას, რომ კიდევ ერთხელ სცადონ კიევის შტურმით აღება. კარგი, რას ვიზამთ, ჩვენ მათთან ვიბრძოლებთ", - განაცხადა მინისტრის მრჩეველმა. 

რაც შეეხება ბელარუსი დიპლომატების უკრაინიდან წასვლას, დენისენკო ამბობს, რომ ეს "საგანგაშო სიგნალია". 

"ეს ნამდვილად საგანგაშო სიგნალია. მე პირადად შევაფასებდი ბელარუსის მიერ ომში ჩაბმას 60% 40%-ზე. 1 კვირის წინ პირიქით იყო. თუმც, მგონია, ომ ლუკაშენკო ყველაფერს გააკეთებს, რაც მის შესაძლებლობებშია, რომ საომარ მოქმედებებში პირდაპირ არ ჩაერთოს. ჯარი მაინც და მაინც დიდი არ ჰყავს...დახლოებით 40 ათასი. დასავლეთ ნაწილში ჩვენ მზად ვართ ბელარუსის მხრიდან შესაძლო შემოსვლაზე", - აღნიშნა დენისენკომ. 


close დახურვა