logo
ENG



დენისოვა: ოკუპანტები ყირიმელებს დაჭრილი სამხედროებისთვის სისხლის ჩაბარებას აიძულებენ

27 მაი 202220:47
3 წუთის საკითხავი
 
2022/05/27/pxdfd1unl0e1v02.png

უკრაინის სახალხო დამცველის ლუდმილა დენისოვას განცხადებით, ოკუპანტები ყირიმის მოსახლეობას აიძულებენ დაჭრილი სამხედროებისთვის სისხლი ჩააბარონ.

"სისტემატურად ვიღებ ინფორმაციას დაჭრილი რუსი სამხედროების შესახებ საავადმყოფოებში. დროებით ოკუპირებულ კუნძულზე სამედიცინო დაწესებულებები ვერ უმკლავდებიან ასეთ დატვირთვას, კატასტროფულად აკლიათ სისხლი. ამის გამო კომპანიები აიძულებენ თანამშრომლებს სისხლი ჩააბარონ. ექიმები ითხოვენ სისხლის მარაგების გაზრდას, რომ ეყოს 1500 რეციპიენტს. ასევე შეჩერდა უფასო სამედიცინო დახმარება", - ამბობს დენისოვა.


close დახურვა