უკრაინის სახალხო დამცველი ლუდმილა დენისოვა აცხადებს, რომ რუსი ჯარისკაცები კლავენ და აწამებენ მედიის წარმომადგენლებს.
დენისოვას მოჰყავს ლიეტუველი რეჟისორის მანტას კვედარავიჩუსის მარიუპოლში მკვლელობისა და ასევე უკრაინელი ჟურნალისტისა და მწერლის, ევგენი ბალის მკვლელობის შემთხვევები.
დენისოვას თქმით, კვედარავიჩუსი „რაშისტებმა“ დააკავეს, შემდეგ კი დახვრიტეს. მისი ცხედარი ქუჩაში დატოვეს, მისმა ცოლმა კი საკუთარი სიცოცხლე საფრთხის ქვეშ დააყენა და ალყაშემორტყმული ქალაქიდან ლიეტუვაში გადაიყვანა.
უკრაინის სახალხო დამცველის თქმით, უკრაინელი ჟურნალისტი და მწერალი ევგენ ბალი რუსმა ოკუპანტებმა 18 მარტს საკუთარი სახლიდან გაიტაცეს და აწამეს.
„ჟურნალისტი, მწერალი, მოხალისე და ჟურნალისტთა ეროვნული კავშირის წევრი და უკრაინელ მწერალთა ეროვნული კავშირის წევრი ევგენი ბალი რუსი ოკუპანტების ხელით მოკვდა. 78 წლის კაცი 18 მარტს რუსულმა ჯარმა საკუთარ სახლიდან ტყვედ აიყვანა, მელეკინოში მარიუპოლის სიახლოვეს.
მძევლად აყვანის მიზეზი იყო „მაკომპრომატირებელი“ ფოტოები, უკრაინის სამხედრო სამსახურებიდან. 3 დღის შემდეგ ის სასტიკი ცემის შემდეგ გამოუშვეს. 2 აპრილს კი ევგენი ბალი დაიღუპა. მისი სიკვდილი წამების შედეგია, რომელიც რუსმა ოკუპანტებმა ჟურნალისტ-ვეტერანის წინააღმდეგ განხორციელდა", - აცხადებს დენისოვა.