logo
ENG



დენისოვა ყვება, როგორ ატარებენ რუსები უკრაინელი ლტოლვილების ფილტრაციას

05 მაი 202214:26
3 წუთის საკითხავი
 
2022/05/05/vz5s6th6vjyu5ml.jpg

უკრაინის სახალხო დამცველი, ლუდმილა დენოსოვა ყვება, რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, როგორ მიმდინარეობს ლტოლვილების ფილტრაცია.

"ფილტრაციის მიზანია გადარჩენილი მოსახლეობის აღწერა, რათა გაიფილტროს კოლაბორაციონისტების მიერ მიწოდებულ სიებში
სახელმწიფო უწყების თანამშრომლები, კომუნალური სამსახურები, უკრაინელი აქტივისტები და შეამოწმონ ადამიანების ლოიალურობა რუსეთის მთავრობის მიმართ", - თქვა დენისოვამ.

მისივე თქმით, ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის დე დე ფაქტო წარმომადგენლები და FSB-ს თანამშრომლები დაკითხვას უტარებენ უკრაინელებს, იღებენ თითების ანაბეჭდებს და ამოწმებენ კონტაქტებსა და მიმოწერას ტელეფონებში. გარდა ამისა, სხეულზე ტატუების არსებობას ამოწმებენ.

დენისოვას განმარტებით, ზოგიერთ კაცს ფილტრაციის ბანაკებში ტოვებენ და არ უშვებენ თვითგამოცხადებული რესპუბლიკების ტერიტორიაზე ან რუსეთში. ომბუდსმენი ამტკიცებს, რომ ისინი "გაცვლითი ფონდის" ნამატი ხდებიან.


close დახურვა